იმერეთი

იმერეთი-ქუთაისი

ბაგრატის ტაძარი-ბაგრატის ტაძარი მდებარეობს საქართველოში, იმერეთის მხარეში, ქალაქ ქუთაისში, უქიმერიონის გორაზე. ტაძარი აგებულია X-XI საუკუნეების მიჯნაზე, ბაგრატ III-ის (975-1014) მეფობაში.  kompleqsSi Semavali nagebobebiღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარი, გალავანი, სამსართულიანი კოშკი, დასავლეთისა და აღმოსავლეთის კარიბჭეები და ეზოში მოთავსებულ ტაძრის ფასადებისა და შიდა კედლების ორნამენტით შემკული შემორჩენილი დეტალები და ფრაგმენტები.XVII საუკუნის დასასრულამდე ძეგლი უვნებლად იდგა.1740 წლიდან ოსმალებმა,ხელში ჩაიგდეს ქუთაისის ციხე და გააფთრებული ბრძოლის დროს მასთან ერთად ააფეთქეს ბაგრატის ტაძარი. 1994 წლიდან ბაგრატის ტაძარი იუნესკოს, მსოფლიოს კულტურულისაგანძურისსიაშია.2009 წლის აგვისტოში ქუთაისის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ ბაგრატის ტაძარში, დასავლეთ კარიბჭის შიგნით, სამარხი აღმოაჩინა, რომელშიც დიდი რაოდენობით ოქროს საყურეები, ბეჭდები და სხვა აქსესუარები იყო ჩატანებული.

სამარხი ჩვ.წელთაღრიცხვით VIII-IX საუკუნით თარიღდება. ის, სავარაუდოდ, საქართველოს რომელიმე დედოფალს ან მეფის კარზე მყოფ დიდგვაროვან ქალბატონს ეკუთვნოდა.2009 წელს საქართველოს მთავრობამ ძეგლის რესტავრაცია დაიწყო,რომელიც 2012 წელს დასრულდა.ბაგრატის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარი ქუთაის-გაენათის ეპარქიის დაქვემდებარებაშია. იგი მოქმედია.

რესტავრაციამდე

 

 

რესტავრაციის შემდეგ

 

 

მოწამეთა მონასტერი-  მოწამეთას მონასტერი მდებარეობს საქართველოში, იმერეთის მხარეში, ქუთაისის აღმოსავლეთით, 6 კილომეტრის დაშორებით, მდინარე წყალწითელას ხეობაში, სოფელ მოწამეთაში.kompleqsSi Semavali nagebobebiეკლესია, სამრეკლო, ორი კოშკი, გალავანი და წინამძღვრის სახლი.მოწამეთას ტაძარში,  საკურთხევლის მარცხენა მხარეს, დასვენებულია სამშობლოსა და სარწმუნოებისთვის თავდადებული წმინდანების - დავითისა და კონსტანტინეს უხრწნელი ნეშტი. მათი ხსენების დღეს, 15 ოქტომბერს, მონასტერში ყოველწლიურად იმართება სახალხო დღესასწაული მოწამეთობა (ორწიფობა). ტრადიცია ცნობილია XVIII საუკუნიდან. 

  

დავითი და კონსტანტინეს ნეშთები

მონასტრის დაარსების ისტორია არგვეთის მთავრების - დავით და კონსტანტინე მხეიძეების სახელს უკავშირდება. VIII საუკუნეში, როცა საქართველოს მურვან ყრუ შემოესია, მათ დიდი წინააღმდეგობა გაუწევიათ არაბთა სარდლისთვის. ამის  მიუხედავად, ძმებმა ვერ შეაჩერეს ურიცხვი მტერი და დამარცხდნენ. არაბთა სარდალმა მურვან ყრუმ შეპყრობილ ერისთავებს ქრისტეს რწმენის უარყოფა მოსთხოვა, რაზეც მტკიცე უარი მიიღო. განრისხებულმა სარდალმა დიდი ტანჯვა მიაყენა ძმებს, მაგრამ მათ საშინელი წამება გმირულად აიტანეს. ეკლესიამ ისინი წმინდანად შერაცხა. მათი წმინდა ნაწილები თვდაპირველად ხარების დანგრეულ ეკლესიაში იყო დასვენებული. XI საუკუნეში ბაგრატ III ააშენა დანგრეული ეკლესია და მასში გადაასვენა წამებული გმირები.

თავდაპირველად ტაძარი უგუმბათო იყო. 1844-65 წლებში იმერეთის ეპისკოპოსის დავით წერეთლის ხელმძღვანელობით ლევან, მოსე და ფილიპე ბერიკაშვილებმა შეაკეთეს და გააფართოეს მოწამეთას ეკლესია. ამ დროს დაედგა ტაძარს გუმბათი, დაიგო ქვის იატაკი, შეიცვალა კანკელი. XX საუკუნეში, კომუნისტური ხელისუფების ქვეყნის სათავეში მოსვლიდან ცოტა ხანში -1923 წელს, მონასტერი დაიხურა. ამავე წელს, სერგო ორჯონიკიძის ბრძანებით, სამშობლოსთვის თავდადებულ გმირთა ცხედრები   აკლდამიდან ამოიღეს და გზა-შარაზე და ქუჩა-ქუჩა ათრიეს. ხოლო შემდეგ, ისევე, როგორც პირველი წამებისას, წყალში გადაყარეს. ადგილობრივ ქრისტიანთა მართლაც გასაოცარი თავდადებით, წმიდანთა სხეულები საბოლოო განადგურებას გადარჩა. ისინი ქუთაისის მუზეუმში გადაიტანეს. მოწამეთას ეკლესია კვლავ მოქმედი გახდა 1954 წელს, 1960 წელს ტაძრის დასავლეთ მხარეს, მოსაცდელის ადგილას, ძველი ეკლესიის ნანგრევებზე ააშენეს წინამძღვრის სახლი. მოწამეთას დავით და კონსტანტინეს სახელობის ტაძარი ქუთაის-გაენათის ეპარქიის დაქვემდებარებაშია და მოქმედია.

  

  

გელათის მონასტერი

გელათის სამონასტრო კომპლექსი მდებარეობს საქართველოში, იმერეთის მხარეში, ქ. ქუთაისის ჩრდილოეთ-აღმოსავლეთით 11 კმ-ზე, მდინარე წყალწითელის ხეობაში. kompleqsSi Semavali nagebobebiღვთისმშობლის მიძინების სახელობის მთავარი ტაძარი, წმ. გიორგის სახელობის ეკლესია, წმ. ნიკოლოზის სახელობის ეკლესია, სამრეკლო, აკადემია, გალავანი. გელათის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარის შესასვლელში, ანდერძის თანახმად დასაფლავებულია მეფე დავით აღმამშენებელი. აგრეთვე, აქ არის დასაფლავებული სრულიად საქართველოს თითქმის ყველა მეფე: დემეტრე პირველი, გიორგი მესამე, იმერეთის მეფეები ბაგრატ III, გიორგი II, გიორგი III, გიორგი VI, ალექსანდრე V, სოლომონ I და სხვა.

 

daviT aRmaSeneblis freska CrdiloeT kedelze

ამავე ტაძარში, შემონახულია დავით აღმამშენებლის ერთადერთი ფრესკა, რომელსაც ერთ ხელში ეკლესიის მოდელი უჭირავს, ხოლო მეორეში – გრაგნილი. 1106 წელს, დავით აღმამშენებელმა დაარსა გელათის აკადემია, რის წყალობითაც იგი გახდა არა მარტო საეკლესიო ცხოვრების სავანე, არამედ საერთო განათლების ცენტრი და ფილოსოფიური აზროვნების კერა. გელათის კომპლექსი შეტანილია იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების სიაში.

გელათის არქიტექტურული ანსამბლი რთულია და მრავალფეროვანი. გელათის ტერიტორია ქვის გალავნითაა შემოზღუდული. გალავნის შუაგულში აღმართულია მთავარი ტაძარი. მთავარი ტაძრის აღმოსავლეთით, XII საუკუნის წმ. გიორგის სახელობის ეკლესიაა.ღვთისმშობლის მიძინების მთავარი ტაძარიცენტრალურ-გუმბათოვანი ნაგებობაა. მისი შინაგანი სივრცე მეტად შთამბეჭდავია. მთავარი ტაძრის დასავლეთით დგას წმ. ნიკოლოზის ორსართულიანი ეკლესია და აკადემიის შენობა. გელათის სამრეკლოს შენობა სამსართულიანია. მათგან პირველი ორი მონასტრის დროინდელია, ხოლო მესამე-ღიასარკმლიანი გუმბათი - შედარებით გვიანდელი (XIV). გელათის აკადემიის შენობა მონასტრის დასავლეთით, ციცაბო ფლატეზე დგას. შესასვლელს მდიდრულად გაფორმებული ოთხსვეტიანი კარიბჭე აქვს.გელათის სამონასტრო კომპლექსი ქუთაის–გაენათის ეპარქიის დაქვემდებარებაშია. იგი მოქმედია.

   

სათაფლია

 

 სათაფლიის კარსტული მღვიმეები, ზღვის დონიდან 500 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს და სათაფლიის სახელმწიფო ნაკრძალის ნაწილია.  სათაფლიის მღვიმე, საქართველოში პირველი კარსტული მღვიმეა, რომელიც კეთილმოეწყო ტურისტებისთვის.

      სათაფლიის მღვიმე, წარმოადგენს  მდ. ოღასკურას ბუნებრივ კალაპოტს. 30 მილიონი წლის განმავლობაში ეს პატარა მდინარე თანდათანობით იკვლევდა გზას და აფართოებდა მღვიმის დერეფნებს. სწორედ ამ მდინარის  საშუალებით, ცნობილმა ნატურალისტმა, პეტრე ჭაბუკიანმა 1925 წელს პირველად შეაღწია და  შემთხვევით აღმოაჩინა სათაფლიის მღვიმე. მღვიმეში ზამთარ-ზაფხულ მუდმივი ტემპერატურაა +14 გრადუსია.მღვიმეში შემსვლელებს გასაოცარი სამყარო ეშლებათ თვალწინ. სტალაქტიტები და სტალაგმიტები ზოგან ერთდება და ქმნის დიდი ზომის სვეტებს, რომლებიც სტალაქტიტებით შემკობილ ჭერთან და კედლებთან ერთად ზღაპრულ ნაგებობათა შთაბეჭდილებას ტოვებს. მღვიმეში დამონტაჟებულია განათებისა და აკუსტიკის თანამედროვე სისტემები.

      ნაკრძალის ტერიტორიაზე აღმოჩენილია დინოზავრების  200-მდე ნაკვალევი. აქვეა აშენებული მინის გადასახედი მოედანი, ვიზიტორთა ცენტრი და საგამოფენო დარბაზი.