შიდა ქართლი

შიდა ქართლი

ატენის სიონი- ატენის სიონის ტაძარი მდებარეობს საქართველოში, შიდა ქართლის მხარეში, გორის მუნიციპალიტეტში, მისგან 12 კმ–ში, სოფელ ატენის ცოტა მოშორებით, მდინარე ტანის მარცხენა ნაპირას, გზის პირას.ძველი ქართული საეკლესიო ხუროთმოძღვრების შესანიშნავი ნიმუში ატენის სიონი VII ს. I ნახევარშია აგებული. იგი მდინარე ატენთან ახლოს (გორის რაიონი), ფრიალო კლდის საგანგებო საყრდენი კედლით გამაგრებულ ბაქანზეა აღმართული და მთელი ხეობის სამშვენისს წარმოადგენს.ატენის სიონი ცენტრალურ-გუმბათოვანი ტაძარია (24x19მ; სიმაღლე 22 მ.) და თითქმის იმეორებს მცხეთის ჯვრის არქიტექტურულ გეგმასა და ფორმებს, თუმცა რამდენადმე შეცვლილი პროპორციებით.ტაძრის კედლებზე შემორჩენილია სხვადასახვა დროის ქართული ასომთავრული უნიკალური წარწერები და მინაწერები, რომლებშიც მოხსენიებულნი არიან სხვადასხვა ისტორიული პირები, - ქართლის გამგებელ  ბაგრატიონთა თუ სხვა პირთა ვინაობისა და მოღვაწეობის თარიღების მინიშნებით. გამოვლენილ წარწერათაგან უძველესი VIII ს. პირველი ნახევრით თარიღდება, არის IX და X საუკუნეთა წარწერებიც. ტაძრის შიდა სივრცის შემამკობელია ფრაგმენტებად შემორჩენილი ფრესკული მხატვრობა, იგი შედარებით გვიანი დროისაა. ტაძარი ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულიდმი იყო მიძღვნილი: ღვთისმშობლის სახეს მთავარი ადგილი უჭირავს, მისი ცხოვრების ფრაგმენტები კი სცენების ვრცელი ციკლით არის წარმოდგენილი.XX ს. 20-იან წლებიდან ღვთისმსახურებითვის გამოკეტილ უძველეს ეკლესიას, თავისი დიდი მნიშვნელობის გამო, მკვლევარ-მეცნიერთა ყურადღება არ აკლდა. ტაძარს მთელი ამ ხნის მანძილზე საფუძვლიანი შესწავლის მიზნით ხშირად სტუმრობდნენ სხვადასხვა სამეცნიერო ექსპედიციები. ხოლო 70-იანი წლებიდან ინტენსიური სარესტავრაციო სამუშაოები მიმდინარეობდა - ტაძრის ფასადების ქვედა მონაკვეთის, გუმბათის სახურავის, მხატვრობის გამაგრება-შენარჩუნების მიზნით. ათწლეულების განმავლობაში მღვდელმოქმედება შეწყვეტილ ატენის სიონში ღვთისმსახურება დღეისათვის კვლავ აღესრულება.

   

უფლისციხე-უფლისციხის ნაქალაქარი მდებარეობს საქართველოში, შიდა ქართლის მხარეში, გორის მუნიციპალიტეტში, მისგან აღმოსავლეთით 8 კმ-ზე მდებარე სოფელ ქვახვრელის ჩრდილოეთით, მდინარე მტკვარის მარცხენა ნაპირზე;

 

 

gengegma

უფლისციხე გამოკვეთილია კვერნაქის ქედის სამხრეთ ფერდობზე, ადვილად დასამუშავებელ ქვიშაქვის მასივში. ფართობი 9,5 ჰა. შედგება სამი უბნისაგან და შეიცავს ძველი აღმოსავლეთის ქვეყნებისა და ანტიკური ხანის შიდა ქალაქისათვის (ციტადელისათვის) დამახასიათებელ კომპონენტებს: ზღუდეს, თხრილს, რამდენიმე შესასვლელს, გვირაბს, წყალსადენს, წყალსაწრეტი არხების ქსელს. კომპლექსში შედის: გრძელი ნაგებობა, დასავლეთის ეკლესია, დიდ ეზოიანი დავ-ერდოიანი სახლები, ერთსვეტიანი და კესონებიანი დარბაზები, კოხტა სახლი, მაღალტახტიანი ოთახის კომპლექსი, მთავარი ქუჩის თავში მდებარე ნაგებობა, მიუვალი ნაგებობა, სადა ოთახი, ორსვეტიანი და ოთხსვეტიანი დარბაზების (მთავარი ტაძრის) კომპლექსი, უფლისწულის ეკლესია, ქარაფისპირა სახლი, ქუჩისპირა ბაქანი, შეწყვილებულკოჭებიანი დარბაზი, წითელი ოთახის კომპლექსი და ა.შ. (ცალკეული ოთახებისა, დარბაზების და კომპლექსების სახელწოდებები პირობითია).

ნაქალაქარში შემორჩენილია სხვადასხვა დროს კლდეში ნაკვეთი დარბაზები, სათავსები და ცალკეული ნაგებობები.

 

 

 

 

  

 

სარკის წმ.გიორგის მონასტერი-სარკის წმ. გიორგის მონასტერი მდებარეობს საქართველოში, შიდა ქართლში, ქარელის რაიონში, ქარელიდან სამხრეთით 6 კმ-ში, მთაზე. აგებულია XVII საუკუნეში.1997 წელს, მონასტერი აღადგინეს. ამჟამად ფუნქციონირებს მამათა მონასტერი.დაშენებულია ჯვრისებრი გეგმის ძველ ეკლესიის საძირკველზე. ეკლესია ჯვარ-გუმბათოვანი, თავისუფალი ჯვრის ტიპის ნაგებობაა (12.6X9 მ). ნაშენია აგურით. შესასვლელი სამხრეთით და დასავლეთითაა.სარკის მამათა მონასტერი რუისისა და ურბნისის ეპარქიის დაქვემდებარებაშია. იგი რესტავრირებულია და არის მოქმედი.სოფელ საღოლაშენთან არის “დედოფლის მინდორი” და “დასასრულად” წოდებული ადგილი, რაც წმინდა, შენახულ ადგილს ნიშნავს. აქ გლეხკაცი არც ხნავდა და არც საქონელს არ უშვებდა. ამ მდელოს, დაცვისა და შეუხებლობის ნიშნად ხნულის შემოვლებით სარყავდნენ. ერთ-ერთი სარყვის დროს დაღლილ გუთნის დედას ჩასძინებია და საკვირველი ჩვენება უხილავს, გამოცხადებაში. გამოღვიძებულს არავისთვის უთქვამს, მხოლოდ ნიშანს ელოდა ღვთისაგან მითითებულს,რომელსაც ხვნა უნდა შეეფერხებინა, მართლაც, სარყვის უღლეული შედგა და ადგილიდან აღარ იძვროდა, მეხრეს ხარების გასაფიცხებლად შოლტი გადაუკრავს, გუთნის შემაფერხებელ მცენარეთა ფესვების ლანძღვით, მაშინათვე გულწასული მეხრე მიწაზე დაენარცხა და სული განუტევა.ხნულის გათხრისას დიდმოწამე გიორგის ქვაში ნაკვეთი ხატი გამოჩნდა, დღესაც აქ “დასარყულ” მინდორზე წმ. გიორგის ბარელიეფში ნაკვეთი, ქვის ხატი დევს, რომლის შესახებაც ეუწყა გუთნის დედას სიზმრულ ჩვენებაში: ამოებრძანებინა, გაუხედნავ ხარებზე დაედგა და ღვთის ნებისათვის მიენდო, სადაც ხარები დაღლილნი დაწვებოდნენ იქ აეგოთ სარყეს მოპოვებული დიდმოწამე გიორგის სახელობის ეკლესია. ურემზე დაბრძანებული ხატით გაუხედნავმა უღლეულმა თრიალეთის ქედს მიაშურეს. სარკის ეკლესიისაკენ მიმავალი გზის შუა წელზე საჯვარედ წოდებული შესასვენებელი ადგილია. აქ შეჩერებულან ხარები, შეუსვენიათ და გზა განუგრძიათ. დღეს აქ მორწმუნენი ჩერდებიან, რომ ძალა მოკრებილნი კვლავ შეუდგნენ ეკლესიისაკენ მიმავალ გზას. ბოლოს ხარები არაქათგამოცლილნი დაწოლილან. იმ ადგილას სამი მონაზონი შეკრებილა, რომელთაც ღვთის შემწეობით აუგიათ სარყეს წმ. გიორგის ეკლესია და მონასტერი დაუარსებიათ.

   

ყინწვისი-ყინწვისის მონასტერი მდებარეობს საქართველოში, შიდა ქართლში, ქარელის მუნიციპალიტეტში, მისგან სამხრეთ-დასავლეთით, მდინარე ძამას ხეობაში მდებარე სოფელ ყინწვისის აღმოსავლეთით 3 კმ-ში.kompleqsSi Semavali nagebobebi: წმ. ნიკოლოზის ეკლესია, ღვთისმშობლის ეკლესია, მცირე ეკლესია, გალავანი, კოშკი-სამრეკლო.წმ. ნიკოლოზის ეკლესია ცენტრალურ-გუმბათოვანი ნაგებობაა და ნაშენია აგურით. თარიღდება XII-XIII საუკუნეების მიჯნით. სამხრეთის და ჩრდილლოეთის კარიბჭეები მიშენებულია XIV საუკუნეში.ღვთისმშობლია ეკლესია დარბაზული ნაგებობაა (11,2X7,8 მ), დგას წმ. ნიკოლოზის ეკლესიის ჩრდილო-დასავლეთით, მდ. ძამის ნაპირთან, ფერდობზე. თარიღდება XII-XIII საუკუნეების მიჯნით. ეკლესიის ძირითადი ნაწილი მთლიანად დანგრეულია, შემორჩენილია საკურთხევლის ნაწილი და გრძივი კედლების ნაშთი.მცირე ეკლესია დგას წმ. ნიკოლოზის ეკლესიის დასავლეთის კედელთან. აგებულია გვიანდელ ფეოდალურ ხანაში. ეკლესია დარბაზულია (5,1X4,5 მ), ნაგებია სხვადასხვა ზომის თლილი ქვის კვადრებით (აგური გამოყენებულია მხოლოდ ინტერიერში). ყინწვისის მონასტერი რუისისა და ურბნისის ეპარქიის დაქვემდებარებაშია და მოქმედია.

 

   

სამთავისი-სამთავისის ტაძარი მდებარეობს საქართველოში, შიდა ქართლის მხარეში, კასპის მუნიციპალიტეტში, მისგან ჩრდილოეთის მიმართულებით 11 კმ-ის დაშორებით, სოფელ სამთავისის ცენტრში.გადმოცემით ტაძარი ვახტანგ გორგასალს აუგია. სამთავისის ძველი ეკლესიის აშენების თარიღად 472 წელია მიჩნეული, იმ ტაძრიდან აღარაფერი შემორჩა. დღევანდელი ტაძრის აგება, როგორც ტაძრის წარწერებიდან ირკვევა, დაკავშირებულია სამთავნელ ეპისკოპოს ილარიონ ვაჩეს ძე ყანჩაელთან, თარიღად კი 1030 წელია მითითებული. XV საუკუნეში ძეგლს ჩამოენგრა გუმბათი, დასავლეთის კარი, თაღები, გუმბათქვეშა პილონი და ფასადები. XV საუკუნის ბოლოსა და XVI საუკუნის დასაწყისში ტაძარი ადგილობრივ ფეოდალთა (ამილახვართა მიერ) ”მეორედ” იქნა აშენებული, ანუ აღდგენილ-განახლებული. სამთვისის ტაძარი სამთავისისა და გორის ეპარქიის დაქვემდებარებაშია. იგი არის მოქმედი. რესტავრირებულია;

   

ერთაწმინდა-ერთაწმინდის ტაძარი მდებარეობს საქართველოში, შიდა ქართლის მხარეში, კასპის მუნიციპალიტეტში, კასპიდან 10 კილომეტრში სამხრეთ-დასავლეთის მიმართულებით.1610 წლიდან ერთაწმინდა, გიორგი სააკაძის და მის შთამომავალთა თარხან მოურავების საგვარეულო აკლდამას წარმოადგენს. ამავე ტაძარში ინახება გიორგი სააკაძის შვილის პაატას თავი. ერთაწმინდა „ესტატე წმინდის“ შეცვლილი ფორმაა.ძეგლის ხანგრძლივი ისტორიული ცხოვრების შესახებ არავითარი პირდაპირი ცნობა არ შემოგვრჩენია.ადგილობრივები ამბობენ - ამ ბალდახინის ქვეშ თუ გაძვრებით და სურვილს ჩაიფიქრებთ, აუცილებლად აგისრულდებათო.

 

რკონი-რკონის კომპლექსი მდებარეობს საქართველოში, შიდა ქართლის მხარეში, კასპის მუნიციპალიტეტში, მისგან სამხრეთ-დასავლეთით 20 კილომეტრის მოშორებით, მდინარე თეძმის მარცხენა ნაპირზე.kompleqsSi Semavali nagebobebi:ღვთისმშობლის ეკლესია, კარიბჭე, სამლოცველო, სატრაპეზო, კოშკი, სამრეკლო, ნათლისმცემლის ეკლესია, ერთმალიანი ხიდი, და ბერების სენაკები.რკონის კომპლექსში შედის XII საუკუნის ხიდი, რომელიც პირვანდელი სახითაა შემორჩენილი ისევე როგორც დანარჩენი ნაგებობები (ხიდის წარწერა). კომპლექსი მნიშვნელოვან, შიდა ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის დამაკავშირებელ გზაზე მდებარეობდა.XII-XIII საუკუნეებში რკონზე გადიოდა მნიშვნელოვანი სავაჭრო და სამხედრო-სტრატეგიული გზა, რომელიც აკავშირებდა შიდა ქართლს ჯავახეთთან, თრიალეთთან და შემდეგ, სომხეთის გავლით, ახლო აღმოსავლეთთან. ამან ხელი შეუწყო, რკონში და მის მიდამოებში დიდ სამონასტრო მშენებლობას. XIII საუკუნის მეორე ნახევარში მსხვილმა ფეოდალმა და სახელმწიფო მოღვაწემ კახა თორელმა შეისყიდა სოფელი ხოვლე და შესწირა რკონის მონასტერს. 1400 წელს, თემურლენგის ჯარებმა დაარბიეს სოფელი, და ირგლივ მდებარე ეკლესიები და მონასტრებიც. XVI-XVIII საუკუნეებში რკონი, საკმაოდ კარგად გამაგრებული პუნქტი იყო. ქართლის მეფე გიორგი XI აქედან აწარმოებდა ბრძოლებს ერეკლე I-ის ჯართან და როდესაც იგი დამარცხდა, ოჯახით გაიქცა დასავლეთ საქართველოში. 1905 წელს, რკონში არსებობდა სახელოსნო-ლაბორატორია, სადაც ამზადებდნენ შეიარაღებული აჯანყებისათვის საჭირო იარაღსა და ფეთქებად ნივთიერებებს.გადმოცემის თანახმად, რკონში იყო “სალოცავი ხე” დიდი ცაცხვის ხე, რომელზედაც მლოცველები ჰკიდებდნენ შეწირულობას.

   

ქვათახევი

ქვათახევის კომპლექსი მდებარეობს საქართველოში, ქართლში, კასპის რაიონში, კასპის სამხრეთით 14 კმ-ის დაშორებით, მდინარე კავთურას ერთ-ერთი შენაკადის მარჯვენა ნაპირზე.kompleqsSi Semavali nagebobebiღვთისმშობლის მიძინების ეკლესია, გალავანი, კოშკი, სატრაპეზო, სამრეკლო, საცხოვრებელი სენაკები.ამ ტაძარში დაიწერა ჯვარი ქართლის მეფე ლუარსაბ II-მ დიდი მოურავის - გიორგი სააკაძის დაზე.გადმოცემით ტაძრის საძირკველში ღვთისმშობლის სამოსლის მცირე ნაწილია ჩატანებული და ტაძარიც მისსავე სახელს ატარებს. Aაქვე დავანებულია ქრისტიანული ეკლესიის უდიდესი სიწმინდე წმ. იოანე ნათლისმცემლის წმინდა ნაწილი და ღვთისმშობლის მიძინების სასწაულთ მოქმედი ხატი, რომლის წინაშეც უშვილო მშობლები ევედრებიან ყოვლადწმინდა დედას. ქვათახევი XV საუკუნემდე დედათა მონასტერი ყოფილა, შემდეგ კი მამათა მონასტერი დაარსებულა. 1386 წელს თემურ–ლენგის მორიგი ლაშქრობის დროს მონასტერი აიკლეს, ხოლო მონასტერში თავშეფარებული “მონაზონნი, მრავალნი მამანი და დედანი, აზნაურთაგანნი და მღდელნი და დიაკონნი “ და მალულად ამოსული სოფლის მაცხოვრებლები სასტიკად დაარბიეს, შემდეგ, როდესაც ქრისტიანობის უარყოფაზე უარი მიიღეს, ერთად გამოკეტეს ყველა და ტაძარი ცეცხლს მისცეს.

დარბეული მონასტერი შემდგომ მეფე ალექსანდრე დიდმა (1412-1442) აღადგინა. აქედან მოყოლებული მონასტერი იმდენად წმინდად ითვლებოდა, რომ იქ ქალს ფეხი აღარ დაუდგამს. 1735-1740 წლებში მონასტერი დაიკეტა, ხოლო მონასტერში დაცული სიწმნიდეები მონასტრის ახლოს, გამოქვაბულში გადამალეს. XVIII საუკუნის ბოლოს ტაძარი ისევ მოქმედი გახდა, ხოლო 1809 წელს არქიმანდრიტ დოსითეოსის მეშვეობით გადამალული განძი აღმოჩენილ იქნა და კვლავ მონასტერს დაუბრუნდა.ქვათახევის კომპლექსი სამთავისისა და გორის ეპარქიის დაქვემდებარებაშია. იგი არის მოქმედი და აგრეთვე რესტავრირებულია.