სვანეთი

სვანეთი

3 000–5 000 მეტრი სიმაღლის კავკასიონის მთებით შემოსაზღვრული სვანეთი კავკასიაში ყველაზე მაღლა დასახლებულ რეგიონად ითვლება. კავკასიის 10 უმაღლესი მწვერვალი სვანეთში მდებარეობს. მათ შორისაა საქართველოს უმაღლესი მწვერვალი შხარა (5 201 მ), თეთნულდი (4 974 მ), შოთა რუსთაველი (4 960 მ), უშბა (4 710 მ), აილამა (4 525 მ), ლალვერი, ლაცგა და სხვა.ადრინდელ საუკუნეებში სვანეთი კოლხეთის სამეფოს შემადგენელი ნაწილი იყო, შემდეგ ეგრისის სამეფოსი. XI-XV საუკუნეებში ერთიანი საქართველოს საერისთავო იყო. როდესაც საქართველო დაიშალა სამეფო-სამთავროებად, სვანეთიც რამდენიმე ნაწილად გაიყო: თავისუფალ, სადადეშქელიანო დასადადიანო სვანეთად.

                ამჟამად სვანეთი ორ ნაწილად იყოფა, ზემო და ქვემო სვანეთად. მათ ჰყოფს მაღალი სვანეთის ქედი ლატფარის ზეკარით.

•ზემო სვანეთი — მდინარე ენგურის ხეობას სათავიდან სამეგრელოს საზღვრამდე

•ქვემო სვანეთი — ცხენისწყლის ხეობა სათავიდან მურის ხიდამდე (ქ. ცაგერის სიახლოვეს.

თანამედროვე ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფით ზემო სვანეთი შედის სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის მესტიის რაიონში, ქვემო სვანეთი — რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის მხარის ლენტეხის რაიონში. სვანეთის მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა ქართველია, კერძოდ მათი ეთნოგრაფიული ჯგუფი — სვანები.

სვანური ქუდი

მამაკაცის სვანური ქუდი ნაბდისგან მზაადდება. ის ერთნაირად იცავს სიცხეშიც და სიცივეშიც. სვანური ქუდი, როგორც წესი, რუხია. შავ ქუდს მხოლოდ მგლოვიარეები ატარებენ. ქუდი სადაა და მასზე აბრეშუმის სირმით და ბამბის ზონრით ჯვარია გამოსახული.

ჩანგი

ჩანგი სვანური საკრავია. ის ძალიან ჰგავს შუამდინარეთში გავრცელებულ ძველ საკრავებს, განსაკუთრებით კი შუმერულ არფას. ჩანგს ძუის 5 ან 6 სიმი აქვს.ამ საკრავით სვანური სიმღერების აკომპანიმენტი იკვრება.

 

სვანური კოშკი

სვანური კოშკი 20-25 მეტრი სიმაღლის ორფერდასახუროვანი ნაგებობაა. კოშკებს რიყის ქვითა და ლოდებით აშენებდნენ და გარედან განსაკუთრებული სიმტკიცის ბათქაშით ლესავდნენ. სვანური კოშკები უმეტესად ხუთსართულიანია ქვედა სართულის კედლები 1.50 მეტრი სისქისაა, ზედა სართულებისა 70-80 სანტიმეტრი. შენობაში შესვალა მეორე სართულიდან შეიძლება ხის მისადგმელი კიბით.კოშკის ბოლო სართულზე საბრძოლო ბაქანი და სათოფურებია.

ლიფანალი

ლიფანალი გარდაცვლილთა სულების მოსახსენიებელი დღესასწაულია. ის რამდენიმე დღეს გრძელდება.ლიფანალისის დროშას დიასახლისი ნაკურთხი წყლითა და ნაცრის შერევით „საღებავს“ ამზადებს და გარდაცვლილთა სულების გულის მოსაგებად სხვადასხვა საგნებზე თითით მარტივ ფიგურებს გამოსახავს.

 

ნადირობა

სვანები და აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთის მცხოვრებნი უძველესი დროიდან დადიოდნენ მთაში სანადიროდ. თოვლსა და ყინულზე სასიარულოდ ისინი საგანგებო აღჭურვილობას თხილამურს და წრიაპს იყენებდნენ. თხილამურები თხილის ტოტებისგან მზადდებოდა, წრიაპები ლითონისაგან.

თანამედროვე ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფით ზემო სვანეთი შედის სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის მესტიის რაიონში, ქვემო სვანეთი — რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთის მხარის ლენტეხის რაიონში. სვანეთის მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა ქართველია, კერძოდ მათი ეთნოგრაფიული ჯგუფი — სვანები.

ხელოვნება

 

ზემო სვანეთი დამსახურებულად ითვლება ხელოვნების ძველი ნიმუშების საგანძურად. სვანური სოფლები ასეული წლების მანძილზე დღემდე რუდუნებით ინახავენუძველეს ხელნაწერ წიგნებს, შუა საუკუნეების იარაღს, ჭედურობის, ხეზე ჭრის და ხელოვნების სხვა თვალსაჩინო ნიმუშებს. 

 

მესტია

 

მესტია საქართველოს ერთერთი ლამაზი, იდუმალი და კავკასიონის მთებში ჩაფლული კუთხის – სვანეთის ისტორიული, კულტურული და რელიგიური ცენტრია. იგი მდებარეობს დიდი კავკასიონის სამხრეთ ფერდობზე 1500 კმ–ის სიმაღლეზე. ზუგდიდიდან ჩრდილო–აღმოსავლეთისაკენ დაშორებულია 128 კმ–ით. 

 

მესტია ქალაქის ტიპის დაბაა და მისი ტერიტორია მოიცავს 3044,5 კმ2 -ს, რაც საქართველოს ტერიტორიის 4,4 %-ია. მოსახლეობის რაოდენობა შეადგენს 14248 კაცს (დაახლოებით – 2600 კომლს). 

 

მესტიის შუასაუკუნეების არქიტექტურა შეტანილია UNESCO –ს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის სიაში.

მესტიაში მდებარეობს ისტორიულ–ეთნოგრაფიული მუზეუმი, სადაც ინახება უნიკალური ხატები, უძველესი ხელნაწერები და სხვა რელიქვიები.

         ზემო სვანეთის ღირსშესანიშნაობათა შორის უნდა აღინიშნოს მესტიის ძველი უბნები, ისეთები, როგორიცაა ლაღამი, ლანჩვალი და ლეხთაგი, მარგიანების ძველი საცხოვრებელი კომპლექსი კოშკით და მაჩუბით, მიხეილ ხერგიანის სახლ–მუზეუმი და სხვა. 

          მესტიაში რამდენიმე მინერალური წყაროს წყალი მოედინება. ყველა სხვადასხვა შემადგენლობისაა და სამკურნალო თვისებების მატარებელი. 

          მესტიიდან არც თუ ისე შორს გადის მთის სალაშქრო ბილიკები ჭალაადის მარადმზრალობისკენ და აგრეთვე ქორულდის ტბებისაკენ. 

            ახლახან მესტიის ცენტრიდან 7 კმ–ის დაშორებით გაიხსნა სათხილამურო კურორტი ჰაწვალი, სადაც ფართე ასფალტირებულ გზატკეცილს მივყავართ.

მიხეილ ხერგიანის სახლ-მუზეუმი

მუზეუმის I სართულზე, სვანურ მაჩუბში ექსპონირებულია ცნობილიმთასვლელის, სპორტის საერთაშორისო ოსტატის მიხეილ ხერგიანის (1932-1969 წ.წ.) პირადი ნივთები – სვანურიყოფისთვის დამახასიათებელი ეთნოგრაფიული მასალა - ავეჯი, ჭურჭელი, სამეურნეო იარაღები, სამოსი,ალპინისტური აღჭურვილობა, ხატები, სამი დარბაზი ეთმობა ქართული ალპინისტური სკოლის განვითარებისისტორიას, მ. ხერგიანის მოგზაურობებს მსოფლიო სხვადასხვა ქვეყნებში, ფოტოებს, ჯილდოებს, საჩუქრებს, მათშორისაა: ფერწერული ტილოები, წიგნები, დოკუმენტური ფილმები, ვლ. ვისოცკის სიმღერის ჩანაწერი, რომელიცმან მიუძღვნა ხერგიანს, აგრეთვე უახლესი ფოტომასალა ქართველი ალპინისტების მოღწევების შესახებ

  

 

       "ანგელოზის ტბა" - ასე ჰქვია ბუნებისგან იდუმალებითა და სილამაზით დაჯილდოებულ სვანეთში არსებულ ტბას, რომელიც ფართო საზოგადოების ინტერესის საგანი მისი ფორმის გამოც გახდა. გარდა იმ ლეგენდებისა, რომელიც მას უკავშირდება, მას საქართველოს რუკის ფორმა აქვს. 

ადრე ამ ტბას "მთავარანგელოზის ტბა" ერქვა, ახლა კი, "ანგელოზის" ტბა შეარქვეს. უცნაურია არა მხოლოდ ის, რომ "ანგელოზის ტბა" ზუსტად საქართველოს რუკის ფორმისაა, არამედ ისიც, რომ ეს ტბაც საქართველოს ტერიტორიებივით პატარავდება - მთხრობელთა თქმით, ის ადრე ბევრად უფრო დიდი ყოფილა... ადგილობრივთა თქმით, ამ ტბასთან შეხება, მასში ბანაობა, ხელ-პირის დაბანა, მითუმეტეს რამის ჩაყრა, თუნდაც კენჭის ჩაგდება არ შეიძლება.

აკრძალული იყო ტბის სიახლოვეს ბალახის მოთიბვაც, უცნაურია და ტბის ახლოს გამავალ ბილიკებზე მხარზე ჯოხგადებული გავლაც არ შეიძლებოდა... ვინც ამას გარისკავდა, უეჭველად რაიმე ხიფათს გადაეყრებოდა. ან უკეთეს შემთხვევაში, ამ საკრალურ ტბასთან დაკავშირებული აკრძალვების დარღვევას საშინელი წვიმა, ჭექა-ქუხილი ან სეტყვა მოჰყვებოდა. აღსანიშნავია ისიც, რომ სვანების ტრადიციული ჩვეულების მიხედვით, ხანგრძლივი გვალვის დროს სხვადასხვა ტბებს წვიმის გამოწვევის მიზნით "წაბილწავდნენ", ანუ კატას ჩააგდებდნენ და სხვადასხვა სიბინძურეს ჩაყრიდნენ, რაც აუცილებლად კოკისპირულ წვიმას გამოიწვევდა. 

 

 

 უშბა  ორთავიანი მწვერვალი მესტიის რაიონში, სვანეთის კავკასიონზე. მდებარეობს იალბუზის სამხრეთ-აღმოსავლეთში, კავკასიონის მთავარი წყალგამყოფი ქედის პატარა შტოზე. სიმაღლე 4700 მ. აგებულია გრანიტებით. უშბის ფერდობებიდან ეშვება მყინვარები: გულის, უშბის. განვითარებულია ალპინიზმი.მასზე პირველი ასვლა განხორციელდა 1934 წელს ალექსანდრე ჯაფარიძის ხელმძღვანელობით. 

  

 

 

შხარა — ცხრათავიანი მწვერვალი საქართველოში. მდებარეობს მესტიის მუნიციპალიტეტში, სვანეთის კავკასიონზე, ბეზენგის კედელზე. იგი წარმოადგენსკავკასიონის მთავარი წყალგამყოფი ქედის ერთ-ერთ უმაღლეს მწვერვალს და მდებარეობს მის ცენტრალურ ნაწილში. სიმაღლე ზღვის დონიდან 5201 მ.აგებულია გრანიტისა და კრისტალოვანი ფიქალისაგან. ჩრდილოეთის მხრიდან მყინვარი ბეზენგია, სამხრეთიდან — შხარის მყინვარი. საბჭოთა ალპინისტები შხარაზე პირველად ავიდნენ 1933 წელს. შხარა საქართველოს უმაღლესი მწვერვალია.

ზოგიერთი წყაროს ცნობით, შხარას სიმაღლე 5200 ან 5208 მეტრია.მწვერვალ იალბუზიდან გადაღებულ პანორამულ ფოტოზე ჩანს, რომ შხარას რეალური სიმაღლე არანაკლებ 5200 მეტრია.

 

უშგული

უშგული მდებარეობს შხარას ძირას, ენგურისა და შავწყალა-ქვიშარას შესართავთან. უშგულის თემის სიმაღლე მერყეობს ზღვის დონიდან 2060 მეტრიდან 2200 მეტრამდე. ამ მონაცემებით უშგული ევროპის ყველაზე მაღალ დასახლებად მიიჩნევა.

უშგული შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზებით უკავშირდება მესტიასა და ლენტეხს. ლენტეხთან დამაკავშირებელი გზა გადის უღვირის უღელტეხილზე, რომელიც წელიწადში მხოლოდ სამ თვესაა გახსნილი, ხოლო დანრჩენი დროის მანძილზე თოვლით იფარება. უშგული ზვავსაშიშ ზონაში მდებარეობს. 1987 წელს დიდი ზვავის გამო ადგილობრივი მცხოვრებლები ეკომიგრანტებად იქცნენ, ძირითადად, ქვემო ქართლში. ამჟამად თემში დაახლოებით 70 კომლი სახლობს.უშგულთან ახლოს, ენგურის სათავეებთან მოდის მინერალური წყალი.

 

 

ჩაჟაში — სოფელი მესტიის მუნიციპალიტეტში, უშგულის თემის ცენტრი.ჩაჟაში მდებარეობს მდინარეების ენგურისა და შავწყალა-ქვიშარას შესართავთან, ზღვის დონიდან 2200 მეტრზე, მესტიიდან 45 კმ. 2002 წლის აღწერითსოფელში ცხოვრობს 34 კაცი. სოფელში არის საჯარო სკოლა.ამჟამად ჩაჟაში მუზეუმადაა გამოცხადებული. მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაში დაცული კომპლექსი აერთიანებს 13 კოშკს, 4 ციხე-სახლს, 21 მაჩუბს, 11 ხალხურს აცხოვრებელს და 1 ათეულზე მეტ დამხმარე ნაგებობას. უშგულის თემის სოფლებიდან ყველაზე მეტი სვანური კოშკი ჩაჟაშშია შემორჩენილი. სოფელში არის უშგულის არქეოლოგიური მუზეუმი.

  

თამარ მეფის საზაფხულო და საზამთრო კოშკები